წლის სიტყვად ”selfie” დასახელდა

წლის სიტყვად ”selfie” დასახელდა

მეცნიერებმა, რომლებიც ოქსფორდის ლექსიკონს ადგენენ, 2013 წლის სიტყვა დაასახელეს. 2013 წლის ნეოლოგიზმი არის selfie, რომელსაც ლინგვისტებმა შემდეგი განმარტება მისცეს: საკუთარი თავის ფოტო (ე.წ. "სელფშუტი"), რომელიც როგორც წესი გადაღებულია სმარტფონით ან ვებ-კამერით და განთავსებულია სოციალურ ქსელში, - წერს Time.

ეს ტერმინი პირველად 2002 წელს გამოიყენეს, ხოლო მოგვიანებით ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამკვიდრდა. 

2013 წლის აგვისტოში სიტყვა ოქსფორდის ლექსიკონის ონლაინ ვერსიაში შეიტანეს, ამჟამად განიხილება ლექსიკონის ტრადიციულ ვერსიაში ამ სიტყვის შეტანის საკითხი.

გასულ წელს ოქსფორდის ლექსიკონის ავტორებმა წლის სიტყვად omnishambles დაასახელეს, რომელიც აღნიშნავს გართულებულ სიტუაციას, რომლიდან გამოსვლის ყველა პერსპექტივა ბუნდოვანია.

იხილეთ ფოტოგალერეა

2013 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი "სელფშუტები"

მომზადებულია newsfeed.time.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა