ანგელა მერკელმა ვიქტორ იანუკოვიჩს ხელი არ ჩამოართვა

ანგელა მერკელმა ვიქტორ იანუკოვიჩს ხელი არ ჩამოართვა

ვილნიუსში, საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების და აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების ხელმოწერის ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ანგელა მერკელმა ხელი არ ჩამოართვა. ამის შესახებ რუსული სააგენტო НР2 იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელორუსის წარმომადგენლის გვერდით იჯდა და თვითმხილველთა ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მას ხელი არ ჩამოართვა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვასგან განსხვავებით, უკრაინამ ევროკავშირთან ხელი არაფერს მოაწერა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, გვიან საღამოს არაოფიციალურ მიღებაზე ანგელა მერკელსა და ლატვიის პრეზიდენტ, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

"უკრაინაში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა. მინდოდა, რომ თქვენ მოგესმინათ ჩემთვის. სამნახევარი წელიწადია, მარტო ვარ არათანაბარ პირობებში უძლიერეს რუსეთთან", - ისმის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა