იანუკოვიჩი მზად არის, მხარი დაუჭიროს მთავრობის გადადგომას

იანუკოვიჩი მზად არის, მხარი დაუჭიროს მთავრობის გადადგომას

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ვლადიმერ რიბაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მზად არის,  მხარი დაუჭიროს მთავრობის გადადგომას. რიბაკმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რიბაკი დარწმუნებულია, რომ იანუკოვიჩი მხარს დაუჭერს რადას ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება დაძაბული ვითარების განსამუხტად, მათ შორის მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას.

უკრაინის პარლამენტი ხვალ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. როგორც ვლადიმერ რიბაკმა განაცხადა, ხვალინდელ სხდომაზე ასევე განიხილავენ მთავრობის გადაყენების საკითხს, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა.

"საკითხს, რომელიც დგას (მთავრობის უნდობლობა), მე გავიტან უმაღლეს რადაზე განსახილველად. არსებობს რეგლამენტი, კანონი", - განაცხადა ვლადიმერ რიბაკმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა