"ბერკუტი" კიევში მდებარე სამ მედიასაშუალებაში შეიჭრა. როგორც ინტერნეტ გამოცემა news.liga.net იუწყება, სპეცრაზმი შეიჭრა გაზეთ "ვეჩერნი ვესტის", საიტ "ცენზორ"-ის და ტელევიზია INTV-ის ოფისებში, რომლებიც იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ოპოზიციურ პარტია "ბატკივშინას" ცენტრალური ოფისია.
როგორც ჟურნალისტები "ფეისბუქზე" წერენ, "ბერკუტმა" შეამტვრია მათი ოფისების კარი და ოფისები დაიკავა. "ცენზორ.ნეტის" მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ წარუდგენიათ შენობაში შეჭრის და მისი დაკავების თაობაზე.
ჟურნალისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ავტომატებით იყვნენ შეირაღებულები. არსებული ინფორმაციით, "ბერკუტმა" და კიევის მილიციამ შტურმით აიღო "ბატკივშინას" ოფისიც.
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
როგორ ათავისუფლებენ უკრაინელი სპეცრაზმელები გზას
სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო
AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან