წუხელ მაიდანზე შეკრებილები შინაგანმა ჯარებმა და "ბერკუტმა" დაარბიეს

წუხელ მაიდანზე შეკრებილები შინაგანმა ჯარებმა და "ბერკუტმა" დაარბიეს

წუხელ, კიევის დროით ღამის 1 საათისთვის კიევში, მაიდანზე შეკრებილები შინაგანმა ჯარებმა და სპეცრაზმმა "ბერკუტმა" დაარბიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფრომაციით, სპეცრაზმელების მიერ მაიდანზე მომიტინგეების ბარიკადების შტურმით აღებამდე, სახელმწიფო აღმასრულებელმა მომიტინგეებს შეატყობინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში მიტინგების გამართვა აიკრძალა.

სპეცრაზმელებმა და შინაგანი ჯარების სამხედროებმა ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე არსებული ბარიკადები მოშალეს. თვითმხლველთა განცხადებით, არიან დაშავებულები, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მათი ზუსტი რაოდენობა. ამასთან, ქვეყნის შსს-ს ცნობით, მაიდნაზე ბარიკადების დაშლის დროს 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბერკუტის სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები დამოუკიდებლობის მოედანზე არსებულ სცენამდე შეავიწროვეს.

ქალაქის სამსახურის წარმომადგენლებმა ევროპის მოედანი და ინსტიტუტსკაიას ქუჩა ბარიკადებისგან გაათავისუფლეს. უკრაინის დროით დაახლოებით სამი საათისთვის სპერაზმმა მომიტინგეების შტურმი შეწყვიტა და მათ დამოუკიდებლობის მოედანის ერთ პატარა მონაკვეთში ყოფნის საშუალება მისცა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალოვანები შეეცადნენ პროფკავშირების სახლის შტურმით აღებას და რამდენიმე ბარიკადს ცეცხლი წაუკიდეს. თვითმხილველთა განცხადებით, არიან დაშავებულებიც. ექიმების განცხადებით, დაშავებულებს ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი კვამლით მოიწამლა.

მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაიდანზე რამდენიმე აქტივისტი დააკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც ჟურნალისტებს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მაიდანზე ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე, 1000 მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა წინაშეც დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები გამოდიოდნენ.

შს სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბარიკადების აღების დროს სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებიათ.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ რამდენიმე "აქტიური კანონდამრღვევი" სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომიტინგეებმა შემთხვევით ერთ-ერთი კარავიც დაწვეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა