"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დარბევაზე უარი თქვა

"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დარბევაზე უარი თქვა

"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა უარი თქვა კიევში, მაიდანის დარბევაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"ბერკუტის" ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, კიროვოგრადის რაზმმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და უარი თქვა კიევში გამგზავრებაზე.

"მიუხედავად ჩვენს წინააღმდეგ მუქარისა და სავარაუდო სანქციებისა, მთელმა შემადგენლობამ – 220-მა სპეცრაზმელმა უარი თქვა ავტობუსებში ასვლაზე. გვიან ღამით 6 ავტობუსი კიევისკენ არ დაძრულა", - განაცხადა კიროვოგრადის "ბერკუტის" ერთ-ერთმა მეთაურმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქვეგანყოფილებების მეთაურები თანამდებობიდან გადააყენეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა