ეგვიპტეში დღემდე უცნობი ფარაონის ნეშტი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში დღემდე უცნობი ფარაონის ნეშტი აღმოაჩინეს

ამერიკელი არქეოლოგების ჯგუფმა დღემდე უცნობი ფარაონის სამარხი აღმოაჩინა, რომელიც ეგვიპტეს 3,7 ათასი წლის წინ მართავდა.

სამარხის კედელზე და სარკოფაგზე ორნამენტები აღმოაჩინეს, რომელზეც ამოტვიფრული იყო სახელი სენებკეია. სარკოფაგში ფარაონის ჩონჩხი იპოვეს. ფარაონის სიმაღლე დაახლოებით 185 სანტიმეტრს შეადგენდა.

მეცნიერებმა ასევე მიაგნეს სარიტუალო ჭურჭელ "კანოპას", რომელშიც ფარაონების ორგანოები ინახებოდა. ამასთან, ღმერთების ქანდაკებები სამარხში არ იყო. არქეოლოგების აზრით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამარხი წარსულში გაიძარცვა. სამარხი უძველესი ქალაქის, აბიდოსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

სამარხი მიეკუთვნება პერიოდს, როდესაც ეგვიპტეში აზიელი ტომები, ჰიქსოსები შეიჭრნენ, რომელთაც მოგვიანებით ეგვიპტის მმართველთა საკუთარი დინასტია ჩამოაყალიბეს.

მომზადებულია Agence France-Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა