LIVE: გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები აღმართეს

LIVE: გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები აღმართეს

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები აღმართეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთი ბარიკადის დანგრევას "ბერკუტი" დაახლოებით ღამის 03:00 საათისთვის შეეცადა, თუმცა დემონსტრანტებმა ისინი ქვების სროლით შეაჩერეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს გრუშევსკის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საბურავები, რათა ცეცხლი არ ჩამქრალიყო. საბურავები ამ დრომდე იწვის და ქუჩაზე შავი კვამლი დგას.

მოხალისე ექიმებმა ლიტერატურის ინსტიტუტში ისევ აღადგინეს სამედიცინო პუნქტი, რომელიც გუშინ "ბერკუტმა" დაანგრია.

მაიდანზე სრული მობილიზაცია დაახლოებით 01:00 საათისთვის გამოცხადდა. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. "ბერკუტის" შტურმის მოლოდინში მომიტინგეები დამოუკიდებლობის მოედანსა და კრეშატიკზე აღმართულ ბარიკადებს მთელი ღამის განმავლობაში ამაგრებდნენ, თუმცა შტურმი არ ყოფილა.

დილით დემონსტრანტების რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა ამ დროისთვის მათი რიცხვი ისევ იზრდება.

Live streaming video by Ustream

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა