კიევში ლენინის ძეგლი "ოქროს უნიტაზით" შეცვალეს

კიევში ლენინის ძეგლი "ოქროს უნიტაზით" შეცვალეს

"ევრომაიდნის" აქტივისტებმა კიევის ცენტრში, იქ სადაც ადრე ლენინის ძეგლი იდგა, "ოქროს უნიტაზი" დადგეს. უნიტაზი ოქროსფრადაა შეღებილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი "სკულპტურა"  "დანაშაულებრივი რეჟიმის, გაუმართლებელი სიმდიდრისა და კორუფციის" სიმბოლოა.

ოპონენტები, უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დიდი ხანია "ოქროს უნიტაზის" ქონას მიაწერენ. მედიაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, თუმცა, პრეზიდენტის პრესმდივანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.

კიევში, ბესსარაბსკის მოედნიდან ლენინის ძეგლი 2013 წლის 8 დეკემბერს აიღეს. მანამდე ძეგლი აქტივისტებმა ნაწილობრივ დააზიანეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა