CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

"დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ", - ამ სათაურით აქვეყნებს CNN-ი რეიჩელ ბარტის სტატიას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სოჭი, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თბილი ქალაქი, უჩვეულო ადგილი იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. მაგრამ მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ არის, რაც უნდა აღინიშნოს.

როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სოჭი ასევე "ცხელი წერტილია" აგარაკის მაძიებელი ოლიგარქებისთვის და პრეზიდენტ პუტინისთვის. გარდა ამისა, აქ არის გეი ბარები (მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულებისა) და არიან კაზაკები, თუმცა არა აუცილებლად გეი ბარებში.

"სამარცხვინო რუსი, რომელმაც "რუსული რივიერა" რუკაზე დაიტანა, სულაც არ იყო ისეთი მკაცრი ლიდერი, როგორსაც თქვენ ფიქრობთ. კომუნისტმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა სოჭი მას შემდეგ გააპოპულარულა, რაც 1930 წელს იქ საზაფხულო აგარაკი აიშენა. ერთი წლის შემდეგ კი ეს ადგილი საზაფხულო ადგილად იქცა რუსი პოლიტიკანებისთვის", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ სოჭში საზაფხულო აგარაკი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

ამასთან, როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სპორტსმენები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ადლერში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიასთან მდებარეობს.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი, რაც სოჭში ჩასულებს გააოცებთ, რესტორნებსა და ბარებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაა. "სოჭის ოლიმპიადა სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი ღონისძიება იქნება და ეს მოხდება ქვეყანაში, სადაც ძალიან უყვართ მოწევა - 2012 წლის მონაცემებით, მამაკაცების თითქმის 60%, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 40% კი მწეველია. სიგარეტის გაყიდვა და მოწევა აკრძალულია სოჭის ოლიმპიური თამაშების მოედნებზე, გარდა სპეციალურად გამოყოფილი მწეველთა ზონისა", - აღნიშნავს ავტორი.

ამასთან, ავტორი ასევე ხაზს უსვამს სოჭში გეი ბარების არსებობას და ციტირებს ქალაქის მერის ანატოლი პახმალოვის სიტყვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სოჭში ჰომოსექსუალები არ არსებობენ.

"თუმცა, საინტერესოა, რომ სოჭში არის გეი ბარები. აქაური "კაბარე მაიაკი" ერთდროულად მასპინძლობს ჰომოსექსუალებსაც და ჰეტეროსექსუალებსაც, შუა ღამით კი კაბარეს ტრანსვესტიტი მომღერლები მართავენ შოუს", - წერს რეიჩელ ბარტი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სოჭში არაყს ხშირად მისი კავკასიელი კოლეგა - ჭაჭა ცვლის. "ჭაჭა ქართული სასმელია, რომელზეც ქართველი მხარეთმცოდნეები აცხადებენ, რომ სამკურნალო თვისებები აქვს - აყუჩებს ყურის ტკივილს და კუჭის მოუნელობლობას", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სოჭი, რომელმაც მე-19 საუკუნეში მულტიეთნიკური კოლონიზაცია გამოიარა, შესაძლოა ახლა ტექნიკურად რუსული იყოს, მაგრამ მისი საკვები მრავალფეროვანი რჩება. ავტორისვე თქმით, სოჭში ჩასულებს სომხურ და ქართულ კერძებს შესთავაზებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა