ვიქტორ იანუკოვიჩი - გადადგომას არ ვაპირებ

ვიქტორ იანუკოვიჩი - გადადგომას არ ვაპირებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ იანუკოვიჩმა ტელეარხ "112"-თან ინტერვიუში განაცხადა. მან მაიდანზე მყოფებს "ბანდიტები" უწოდა და უკრაინაში შექმნილი ვითარება გერმანიაში ნაცისტების მისვლას შეადარა.

"მე ვრჩები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ოპოზიცია არაა - ესენი ბანდიტები არიან. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ - უკანონოა. მე არ ვაპირებ არაფერზე ხელმოწერას ბანდიტებთან, რომლებიც უკრაინელ ხალხს ატერორებენ და ქვეყანას არცხვენენ", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნააში არ მომხდარიყო სისხლისღვრა.

მანამდე უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის თაობაზე წერდა. იანუკოვიჩის გადადგომის თაობაზე ცოტა ხნის ოპოზიციონერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა "ტვიტერზე" დაწერა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა