ექიმმა 21 პაციენტი ნარკოზის ქვეშ გააუპატიურა

ექიმმა 21 პაციენტი ნარკოზის ქვეშ გააუპატიურა

კანადელ ანესთეზიოლოგს ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტებზე სექსუალური ძალადობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 65 წლის ჯორჯ დუდნოტი სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.

ტორონტოს North York General Hospital (NYGH)-ის საავადმყოფოს ყოფილი ანესთეზიოლოგი გაუპატიურებებში ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში დაადანაშაულეს. მისი მსხვერპლი 25-დან 75 წლამდე ასაკის 21 პაციენტი იყო. დუდნოტი ქალებზე მაშინ ძალადობდა, როდესაც ისინი საოპერაციო მაგიდაზე იწვნენ. ამ დანაშაულებების უმეტესობა 2006-2010 წლებში მოხდა.

როგორც სასამართლო პროცესის მსვლელობისას გაირკვა, ანესთეზიოლოგი სარგებლობდა იმით, რომ ოპერაციის დროს პაციენტის სხეულის ზედა ნაწილი ქვედასგან გამოყოფილი იყო სქელი შირმით. სანამ ექიმები და ექთნები ოპერაციას ატარებდნენ, დუდნოტი მეორე მხრიდან პაციენტს მკერდზე ეხებოდა, ტუჩებში კოცნიდა და მასთან ორალურ სექსს ამყარებდა. პაციენტები ხვდებოდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ ანესთეზიის გამო განძრევა და ლაპარაკი არ შეეძლოთ.

დუდნოტის დაცვის მხარე აპირებს, სასამართლო გადაწყვეტილება ონტარიოს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

მომზადებულია The Toronto Star-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა