ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით მიმართა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში მიმართვა შეიტანა, რომელიც "უკრაინის ტერიტორიაზე ვითარების დარეგულირებამდე", შეიარაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს.

"ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემუქრება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყენაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე",- ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

ამასთან, ამ მიმართვის განხილვისას, ფედერაციის საბჭოში პუტინის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იქნება.

ყირიმში გარკვეული რაოდენობის სამხედრო კონტინგენტის შეყვანის შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭომაც არ გამორიცხა. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, ამის მიზანია ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის და იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

"შესაძლებელია, ასეთ სიტუაციაში, ყირიმის მთავრობის თხოვნის მიხედვით, გავგზავნოთ შეზღუდული კონტიგენტი იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ყირიმში განლაგებული შავი ზღვის ფლოტის და ყირიმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვა",- განაცხადა მატვიენკომ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა