ვენეციაში ვენეტოს რეგიონის იტალიიდან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება

ვენეციაში ვენეტოს რეგიონის იტალიიდან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება

ვენეციაში 16 მარტს დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება რეფერენდუმი ვენეტოს რეგიონის იტალიიდან გამოყოფის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ რამდენიმე შეკითხვას, მათ შორის: მხარს უჭერთ თუ არა ვენეტოს რესპუბლიკის შექმნას და ემხრობით თუ არა ვენეტოს რესპუბლიკის ნატო-სა და ევროზონაში გაწევრიანებას?

ამასთან, "ბიბისი"-ს ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვის შედეგებით, აპენინის ჩრდილოეთით მდებარე ვენეტოს რეგიონის ოთხმილიონიანი ელექტორატის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა იტალიიდან გამოყოფას.

ვენეციამ, რომელიც ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია, დამოუკიდებლობა 1797 წელს ნაპოლეონთან დამარცხების შემდეგ დაკარგა. იტალიის შემადგენლობაში ვენეცია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა