გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს სასამართლო პროცესზე

გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს სასამართლო პროცესზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს, ოღონდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვის პროცესში.

ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო.

"მინდა გაგაცნოთ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელთანაც რამდენიმე საათის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი. კერძოდ, თუ პროკურატურის მიერ წარმოებულ ამა თუ იმ საქმეს აქვს სამართლებრივი პერსპექტივა, ბუნებრივია, ის წავა სასამართლოში შემდგომი სასამართლო განხილვისთვის. პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, რომ მოწმის სახით დაკითხოს ნებისმიერი მოქალაქე და მათ შორის ამ ჩამონათვალში იყოს ისეთი მოწმეც, რომელიც გამოძიების პროცესში არ იყო დაკითხული. როცა საქმის არსებითი განხილვა იქნება და მოსამართლე ჩათვლის მოწმე სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობას, იმ კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ჩაერთოს "სკაიპით" და სასამართლოს მისცეს ჩვენება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი "არსებულ მასკარადში" მონაწილეობას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა