რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?

რა დაპირისპირება მოხდა ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის?

ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაო. პრემიერმა მაშინ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა, რომლის მიხევდითაც ყველა ადამიანის უფლება ერთნაირად იქნება დაცული.

"ეს არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას და არ ანიჭებს, ან არ ართმევს რაიმე უფლებას. ყველა ადამიანი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი უფლებები, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ის. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით ატარებს. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში".

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი უკვე მზად არის და ამ თემაზე დისკუსია გახსნილად გამოცხადდაო. კი, ბატონო, კეთილი და პატიოსანი, ზოგიერთმა ქართველმა ამაზე ბევრი იცინა, ამას განმარტება რად უნდა, ისედაც ხომ ვიცით, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობააო, მაგრამ ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მან იცის, რომ ეს ასე არ არის... თუ ჩვენ კონსტიტუციაში ამ საკითხს არ დავაკონკრეტებთ, ხვალ ჩვენი ევროპელი "მეგობრები" ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოგვთხოვენ და "პედერასტების" ბაირამობასაც. რა უძღოდა წინ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას?

როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, მანამდე იგივე ღარიბაშვილმა თეა წულუკიანს ანტიდისკრიმინაციული კანონი თავზე დაახია:

"ამ კანონპროექტის პირველი ვარიანტი მომზადდა იუსტიციის სამინისტროს მიერ, კონკრეტულად, თეა წულუკიანის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომში განსახილველად გადაეგზავნა მთავრობის კანცელარიას. ამ პროექტმა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მძაფრი აღშფოთება გამოიწვია, რადგან წულუკიანის კანონპროექტი დაუფარავად იძლეოდა შესაძლებლობას, უახლოეს ხანში საქართველოში დაკანონებულიყო ერთსქესიანთა ქორწინება. წულუკიანი კანცელარიაში გამოიძახეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავისივე მომზადებული კანონპროექტი "თავზე დაახიეს". ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა მუხლების შეცვლა. წულუკიანი ამაზე კი დასთანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარდამჭერები მთავრობაშიც გამოუჩნდნენ - წულუკიანის მიერ შეტანილ მუხლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ირაკლი ალასანიამ, ხოლო პარლამენტში - "რესპუბლიკელებმა". მათ ფარული წინააღმდეგობა კი გასწიეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავისი მაინც გაიტანა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, ეს მუხლები ამოიღეს და კანონპროექტი შესწორებული ფორმით გავიდა მთავრობის სხდომაზე".

თქვენი არ ვიცი და... მე პირადად ძალიან გამიკვირდა, როცა ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები "რესპუბლიკელებთან" ერთად სიმაღლის მიხედვით გამოლაგდნენ და ერთ ხმაში გააკეთეს კომენტარები: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დროული და საჭიროაო. მართალია, მათი პრინციპები პრემიერის პრინციპებს არ ეთანხმება, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალა აღმართს ჯერ კიდევ ხნავს და ის უნდა ილაპარაკონ, "რაც საჭიროა".

მოდით, გავიხსნეოთ, როგორ განცხადებებს აკეთებდა პირადად თეა წულუკიანი ჯერ კიდევ შარშან მაისში, როცა "ელგებეტეებმა" აღლუმის გამართვა სცადეს:

"არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოების. ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსობა. ხდება ისეთი რაღაცები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ - კაცი. როცა ადამიანი ასეთი განცდით იღვიძებს და აცნობიერებს, რომ არის უმცირესობა, ამის გამო არ შეიძლება, მას ვინმე თავს დაესხას და სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა... იმის მიუხედავად, როგორი მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი".

ჩვენ არ ვლაპარაკობთ ძალადობაზე, ჩვენ არ მოვუწოდებთ ვინმეს, რომ წავიდეს და "ელგებეტეები" სადმე ჩაკლას, მაგრამ როცა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ ბიჭი, ის არ უნდა გამოვარდეს ეგრევე დროშით ხელში და არ უნდა დაიწყოს "პიდარასტობის" პროპაგანდა. კი, ბატონო, იყვნენ თავისთვის და თუ ვინმე მათ შეეხება ზედმეტად, ამისთვის კანონი არსებობს. სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ამასაც გაითვალისწინებს, როცა პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს.

რაც შეეხება "რესპუბლიკელების" პოზიციას, ეს ყველასთვის ცნობილია, დავით ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და სხვები "ელგებეტეებს" ყოველთვის კბილებით იცავენ და ამბობენ, რომ საქართველოში ჰომოფობია მძვინვარებს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მისგან ხმამაღალი განცხადებები "ელგებეტეების" დასაცავად, ალასანიას, ზურაბ აბაშიძისა და სხვებისგან არ გვახსოვს, წყარო კი დეტალებს ვერ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ თეა წულუკიანი ალასანიას კადრი და დღემდე მის პარტიის წევრია.

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია ისეთი თემაა, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარება. არც იმას ვაბმობთ, რომ წყაროს ინფორმცაიაში რაიმე უზუსტობა არ შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ინფორმატორის მოწოდებული ინფორმაციები უმეტეს შემთხვევაში, მოგვიანებით, მართლდება.

და კიდევ ერთი. როცა გია ბარამიძეს ვკითხეთ, შს მინისტრად მართლა ინიშნებიო? თავი გაიგიჟა, არაო, და მეორე დღეს სააკაშვილმა მინისტრად წარადგინა. ვწერდით, გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობიდან თბილისის მერად მიჰყავთო და სისულელეაო, თქვეს. ასეთი ფაქტი კი უამრავია.

სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ "იუესაიდის" მიერ გამოცემული ბიულეტენის მიხედვით, "ალია", "კვირის ქრონიკა" და "ასავალ-დასავალი" ყველაზე ჰომოფობიურ გაზეთებად გამოცხადდა. თურმე ჩვენ ყველაზე ხშირად ვარღვევთ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, რადგან ვიყენებთ ასეთ ტერმინებს: "პედერასტი", "მამათმავალი", "უკანალის დაცვა", "გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება", "გარყვნილება" და ასე შემდეგ. რაც შეეხებათ ჰომოფობ პიროვნებებს, ესენი არიან: კობა დავითაშვილი, ლევან ვასაძე, გოგა ხაინდრავა, სოსო ცინცაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა