ღარიბაშვილის "ჰაკიმ ფაშად" მოხსენიებას პარლამენტში გინება და ჩხუბი მოყვა

ღარიბაშვილის "ჰაკიმ ფაშად" მოხსენიებას პარლამენტში გინება და ჩხუბი მოყვა

პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ჰაკიმ ფაშა" უწოდა. ამ რეპლიკას უმრავლესობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატმა გელა გელაშვილმა კანდელაკს შეაგინა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სიტუაციის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

პლენარული სხდომა დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით გადაიდო.

გელა გელაშვილის განცხადებით, მისი გაღიზიანება გამოიწვია გიორგი კანდელაკის რეპლიკამ, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ჰაკიმ ფაშა უწოდა.

"ნებისმიერი ადამიანი გაღიზიანდება, თუკი მას ზედმეტსახელს დაუძახებენ და ნამდვილად მისაღები არ არის, როდესაც უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრს ჰაკიმ ფაშას უწოდებენ, სწორედ ამიტომ გამოვედი მწყობრიდან და თავი ვერ შევიკავე და შევაგინე კანდელაკს", - განაცხადა გელა გელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა