არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება

არჩილ ხაბაძე - ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება

შევჯერდით, რომ ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმის გააფორმების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"საქართველოს მთავრობის და რეგიონის ხელისუფლების სურვილია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიის წარმომადგენელს, რათა საშუალება ჰქონდეს, თავისი რელიგიის შესაბამისი წესების დაცვით ილოცოს. ამიტომაც, ადგილობრივი მუსლიმების, სამუფთოს და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ ბათუმში არსებული მეჩეთი გაფართოვდება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გონიოს მიწებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.

"მინდა, მოსახლეობას გადავცე, რომ ჩვენ ვმუშაობთ გონიოს მიწების საკითხზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი არის კანონდარღვევით ჩამორთმეული და ძალიან ბევრი დაიჩაგრა, რადგანაც ეს მიწები საქართველოს მთავრობის საკუთრებაა, ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრემიერსაც. ჩვენ შევქმნით ერთობლივ კომისიას, რომელშიც ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც, რომელიც შეისწავლის 271-ვე საქმეს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეთაგან უმეტესობამ ყველა ინსტანცია მოიარა და წააგო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ შევისწავლით მათ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა