9 აპრილის მემორიალთან შეცდომით რუსეთის დროშის ნაცვლად სლოვაკეთის დროშა დაწვეს

9 აპრილის მემორიალთან შეცდომით რუსეთის დროშის ნაცვლად სლოვაკეთის დროშა დაწვეს

ლენტი, რომელიც თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან წუხელ დაწვეს, არა რუსეთის, არამედ სლოვაკეთის დელეგაციის სახელით მიტანილი გვირგვინის იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსმა" გაარკვია, სლოვაკეთის დროშის ფერები რუსეთის დროშის ფერებს ემთხვევა.

მემორიალთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ლენტი რუსულ დროშის სიმბოლოდ მიიჩნია და დაწვა.

როგორც ნობილია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ვიცე-პრემიერის, მიროსლავ ლაიჩაკის ხელმძღვანელობით.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა