რატომ არ მიუშვეს 9 აპრილის მემორიალთან "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატი

რატომ არ მიუშვეს 9 აპრილის მემორიალთან "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატი

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებმა წუხელ 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

რუსთაველზე მდებარე მემორიალთან მელიას გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვაში სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.

როგორც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ამბობდნენ, ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს უფლება არ აქვთ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

"თბილისისისთვის მელია არაფერს წარმოადგენს. ის არის რიგითი კრიმინალი. "ნაციონალები" 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხს აწამებდნენ. ამ სისხლიან მიწაზე მათ მოსვლის უფლება არ აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა რამაზ გაგნიძემ.

თავად მელიასთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია მათი პროტესტი, რადგან საქმე ეხება დღეს, რომლის ირგვლივაც სრულიად საქართველო ერთიანდება.

"სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის გაუგებარ რამეს აპროტესტებს იმ დღეს, როცა, ტრადიციულად, მთელი ერი ერთიანდება და პატივს მიაგებს დაღუპულ მამულიშვილებს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა