ლევან ვეფხვაძე საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის

ლევან ვეფხვაძე საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ლევან ვეფხვაძის მიერ პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღებას სასწავლებლად გამგზავრების გეგმას უკავშირებს.

როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვეფხვაძე, შემოდგომაზე, ერთი წლით უცხოეთში აპირებს სწავლას, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება და ისევ ერთ გუნდად განაგრძობენ მუშაობას.

"ლევან ვეფხვაძეს პარტია არ დაუტოვებია, მან პოლიტიკიდან აიღო ტაიმ-აუტი, რაც დაკავშირებულია მის მიერ განათლების საკითხთან დაკავშირებულ გეგმებთან. როცა მინისტრობიდან მიდის ადამიანი იმისთვის, რომ განათლება მიიღოს, ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ როცა ადამიანი წინასწარ ძალიან სერიოზულ საგანმანათლებლო პლაცდარმს იქმნი იმისთვის, რომ მინისტრობის ღირსეულ კანდიდატად დაბრუნდე, ეს სწორი და პოლიტიკურად გამართლებულია. ლევან ვეფხვაძე შემოდგომიდან აპირებს სასწავლებლად გამგზავრებას. ერთი წლის შემდეგ სამშობლოში ჩამოვა და ისევ ერთ გუნდად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას. მერწმუნეთ, ის იქნება მინისტრობის რეალურზე რეალური კანდიდატი", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა