ხელჩართული ჩხუბი თელავსა და ანაკლიაში "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის

ხელჩართული ჩხუბი თელავსა და ანაკლიაში "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის

ანაკლიაში, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლები მოითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ანაკლიის ტერიტორია დატოვონ.

"ქართული ოცნების" მომხრეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 9 წლის განმავლობაში ძალადობდნენ ხალხზე და მათ უფლება არ აქვთ, ანაკლიაში ბრიფინგი ჩაატარონ.

ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობს თელავშიც, ამის შესახებ გოგა ხაჩიძე იუწყება, რომელიც Facebook-ზე წერს:

"ანაკლიაში "თავისუფალი ზონის" რამოდენიმე წარმომადგენელი საავადმყოფოში მოხვდა.

თელავში ამ წუთებშიც ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობს", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა