"ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მანქანას თელაველებმა კვერცხები ესროლეს

"ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მანქანას თელაველებმა კვერცხები ესროლეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების, გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის მანქანას თელავში კვერცხები ესროლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი თელავის ცენტრში თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" 50-მდე აქტივისტმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი სკანდირებნენ "მკვლელები". მათ გიორგი ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და შეახსენეს, რომ "მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა" და მორალური უფლება არ ჰქონდათ აქცია გაემართათ. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამასთან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის იყო მოძრაობა "ივერიელის" ხელმძღვანელი ლევან კოჭლაშვილი.

ამასთან, "ქართული ოცნების" მხარდამჭრებმა ბაიკერები მიიყვანეს, რათა დეპუტატებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს, ხმაურიდან გამომდინარე ხელი შეშლოდათ.

"თელავში ჩამოვედით, რადგან ხელისუფებისთვის მოგვეწოდებინა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს დაწყებული თელავის აღმშენებლობა გაეგრძელებინა. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა რაიონებიდან მოიყვანა ზონდერჯგუფები და მათი მხარდამჭერები და მოაწყო ცირკი. ეს არის ზეწოლა "ნაციონალურ მოძრაობაზე", - განაცხადა გირგი ღვინიაშვილმა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ღვინიაშვილი და ბეჟაშვილი შეძახილებით გააცილეს და მანქანას კვერცხები დაუშინეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა