შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"

შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"

ახლახანს, სომხურ საინფორმაციო პორტალ "პანორამაზე" გამოქვეყნდა სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, შირაქ ტოროსიანის განცხადება - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა და სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარს იქ, სადაც თვითონ ცხოვრობსო.

შირაკ ტოროსიანს ერევანში დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვით მივმართეთ...

- "სომხური დიასპორის მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ", - აღნიშნეთ სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობდით?

- რაც შეეხება, ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას და მათ მოთხოვნას დამოუკიდებლობის შესახებ, მე ამ განცხადების გაკეთების დროს დავაზუსტე და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია, რადგან საქართველოს და სომხეთს აქვთ საერთო გლობალური ინტერესები. როგორც ისტორიკოსი, კარგად ვიცნობ ორივე სახელმწიფოს და გარწმუნებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის პირველმა პირებმა ვერ შეძლეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გადალახვა. ამით კი, კოზირი მისცეს ძალას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მესამე მხარედ არის წარმოდგენილი. მგონი, დაკონკრეტება არ არის საჭირო, ვისაც ვგულისხმობ...

- რაც შეეხება, თქვენი ფრაზის მეორე ნაწილს...

- ვიმეორებ, რომ მასში ანტიქართული არაფერია. უბრალოდ, ჩემი მოსაზრებები ძალიან ნათლად არის მიმართული თურქების საწინააღმდეგოდ, რომელთა ქმედებებში მკვეთრად არის გამოხატული ანტისომხური განწყობები. მათი გეგმები ძალიან ადვილად გამოსაცნობია, თუკი ნატოს ფარგლებში ჯავახეთის ტერიტორიაზე მოხვდებიან. "ხელსაყრელ შესაძლებლობას" ისინი არასდროს უშვებდნენ ხელიდან. ამის მაგალითია, საუკუნის დასაწყისში თურქების მხრიდან სომხების მიმართ განხორციელებული მასობრივი გენოციდი. თუ ნატოს თურქული ჯარები ჯავახეთის რეგიონის გაკონტროლებას მოინდომებენ, ამას ჯავახელი სომხების მწვავე რეაქცია მოყვება.

- რის შედეგადაც შესაძლოა გაღვივდეს სეპარატიზმი?

- არა, მე ეს არ მითქვამს... სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ მიზნამიმართულად მოქმედი ძალები, რომლებიც ცდილობენ ბუზისგან სპილო შექმნან, - ანუ ქართულ-სომხური ურთიერთობები გაამწვავონ. ეს მათ ინტერესებში შედის... ისინი ბნელ ოთახში შავ კატას ეძებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა