ინგა გრიგოლიას ხუმრობანარევი მწარე რეპლიკა ივანიშვილს და ტელეწამყვანის "ბიზნესად ქცეული ყვირილი" ლექსად (+ვიდეო)

ინგა გრიგოლიას ხუმრობანარევი მწარე რეპლიკა ივანიშვილს და ტელეწამყვანის "ბიზნესად ქცეული ყვირილი" ლექსად (+ვიდეო)

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ვანო ჯავახიშვილის შოუს" სტუმრობდა, რომელშიც ტელეწამყვანმა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივივა ხუმრობით შეაფასა. საუბარია ექს-პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც მისი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოქალაქეს" ფარგლებში განხორციელდება და გადამზადების სურვილის მქონე ჟურნალისტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

"ბატონო ბიძინა, თუ ვინმეს სჭირდება გადამზადება, ეს თქვენი უმრავლესობის წევრები არიან. მათ ჩამოუყვანეთ ტრენერები და ამზადეთ და ამზადეთ, რომ იქნებ ორ წელიწადში დებატებში მაინც დაჯდნენ...", - ხუმრობს გრიგოლია იუმორისტულ შოუში, სადაც "ქართულ ოცნებას" სპიკერების სიმცირეზე მიუთითებს და ამბობს, რომ გუნდს მხოლოდ რამდენიმე სპიკერი ჰყავს, რომლებიც ერთ პარასკევს მასთან არიან, მეორე პარასკევს შუბლაძესთან და ასე შემდეგ...

მისი ნათქვამი, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ გამოაქვეყნა. გრიგოლია მიიჩნევს, რომ მისი  ნათქვამი ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ზედმეტად სერიოზული ტონით გააშუქა და Facebook-ზე შემდეგ განმარტებას აქვეყნებს:

Facebook/ ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"რომ ვთქვა მიკვირსთქო-მოგატყუებთ, მაგრამ არ ავყირავდე სიცილით,როცა იუმორისტულ გადაცემაში ნათქვამ ჩემს ხუმრობებს და იუმორით ნათქვამ ფრაზებს,სრულიად სერიოზულად აშეარებს ზოგი სერიოზული სააგენტო????))))))) იუმორით შეხედეთ.,იუმორით-,,ვანოს შოუ,, იყო,პოლიტიკური გადაცემა კი არა))))პოლიტიკაზე რომ მინდოდეს საუბარი,ამხელა გადაცემა მიმყავს და რაღა იუმორისტულ შოუს გამოვიყენებდი?????))))))) იუმორი...იუმორი....იუმორი)))))ვგიჟდები იუმორზე -განიტვირთეთ და გაიცინეთ))))"

აღნიშნულ იუმორისტულ ტელე-შოუში ინგა გრიგოლიას პროფესიულ საქმიანობას ლექსიც მიუძღვნეს, რომელმაც ტელეწამყვანი კარგ გუნებაზე დააყენა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა