ბაჩო ახალაია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ორჯონიკიძის, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არ იყოს წარმატებული

ბაჩო ახალაია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ორჯონიკიძის, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არ იყოს წარმატებული

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი ორჯონიკიძის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ იყოს წარმატებული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მოსახლეობისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სამეგრელოში, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მხარდამჭერებს უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

ამასთან, ბაჩო ახალაიას მიაჩნია, რომ რუსეთის დამონებულ ქვეყნებში ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ ღირსეულად და თავისუფლად.

"ნურავის ჰგონია, რომ დღეს პუტინს თბილისში მხოლოდ ტანკებით უნდა შემოსვლა. პუტინის მთავარი ამოცანაა შიდასამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამის ნიშანია ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ორჯონიკიძის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არ იყოს წარმატებული. მე ამისთვის გავწირე ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად ძვირფასი რამ – თავისუფლება. მესმის, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან უჭირს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ თავისუფალ ქვეყნებში, მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა თავისუფლება განსაზღვრავს ადამიანთა ცხოვრებას. რუსეთის დამონებულ ქვეყნებში ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ ღირსეულად და თავისუფლად", - აცხადებს ბაჩო ახალაია მხარდამჭერებისადმი მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ბაჩო ახალაიას მამამ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა როლანდ ახალაიამაც მიმართა და აღნიშნა, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილს ვერ გაუგია, რა არის სამეგრელო.

"ვერ დაგვაჩოქებენ. სამეგრელო ვერ გაუგია ივანიშვილ-ღარიბაშვილს. ბევრჯერ სცადეს სამეგრელოსთვის გადავლა, მაგრამ სამეგრელო არ დაიჩოქებს. სამეგრელო ყოველთვის იყო საქართველოს გული და დარჩება მებრძოლ და მომუშავე გულად", - აღნიშნა როლანდ ახალაიამ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო. პირველი საარჩევნო ხასიათის აქცია პარტიამ ზუგდიდში გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა