"მიმართვა ქართველ ხალხს - საქართველო საფრთხეშია!"

"მიმართვა ქართველ ხალხს - საქართველო საფრთხეშია!"

საქართველოს მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება. "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციამ, ბოლო ვერ მოუღო სააკაშვილის რეჟიმს და დამნაშავეები არ დაიჭირა (თავისუფლება შეუნარჩუნა). საქართველოს მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება. "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციამ, ბოლო ვერ მოუღო სააკაშვილის რეჟიმს და დამნაშავეები არ დაიჭირა (თავისუფლება შეუნარჩუნა). 2012 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ამერიკისა და ევროპის გლობალისტური ძალების დახმარებით მათ რევანშისთვის და ხელისუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად მზადება დაიწყეს. დემოკრატიული არჩევნების გზით მათ ამის არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც აქვთ, რადგან მათი რეალური რეიტინგი 7-9%-ს არ აღემატება.

საზოგადოებას ისიც კი სურდა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო, რათა თავიდან მოეშორებინათ ნაციონალური პარტიის არაპროპორციულად გაბერილი, 45%-იანი წარმომადგენლობა, რაც არ შეესაბამებოდა მათ რეალურ, მკვეთრად უარყოფით პოპულარობას, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი მათ მიმართ მხოლოდ სიძულვილსა და ზიზღს გრძნობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში კვლავ მოსვლის ერთადერთი გზა "ნაციონალებისთვის" არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდება. დასავლეთი აშკარად უჭერს მხარს სააკაშვილს, ამოცანად დაუსახავს მისი მმართველობაში დაბრუნება. ფერადი რევოლუციების ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ამის გაკეთება სულაც არ იქნება რთული. "ნაციონალები" დაუფარავად საუბრობენ მომავალ ქართულ მაიდანზე.

არაფერი შეგეშალოთ: მაიდანი სახელმწიფო გადატრიალებაა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება ძალისმიერი გზით, ლეგიტიმური მთავრობის დამხობა, დიქტატურის დამყარება. უკვე მზად არის რამდენიმე ასეული (ამბობენ, ხუთასიო, მეტიც იქნება) გაწვრთნილი, შეიარაღებული, კარგად ნასუქი ბოევიკი, უკვე შეძენილია მათთვის სპეციალური აღჭურვილობა, ნიღბები, ა.შ. ამას დაუმატეთ ათასობით "წარმომადგენელი ქართველი ხალხისა", რომელთაც კარგად გადაუხადეს, რომლებსაც "მასობრივად სწყურიათ საყვარელი დემოკრატის დაბრუნების ხილვა". ისინი ამოთხრიან ასფალტს, ააგებენ ბარიკადებს, პოლიციელებს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენენ, დაიპყრობენ სამთავრობო შენობებს, დაწვავენ საბურავებს, გააჩენენ ხანძარს, სცემენ მოწინააღმდეგეებს, დალეწავენ ვიტრინებს, ამოატრიალებენ მანქანებს, სნაიპერები ესვრიან ხალხს და ამას მთავრობას მიაწერენ. დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება.

შედით ინტერნეტში, ნახეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უკრაინაში. "ნაციონალების" პიარი ქმნის მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს, რომ ხალხი უკმაყოფილოა ახლანდელი ხელისუფლებით და სააკაშვილის დაბრუნება სურს. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ ზეიმობდა ხალხი მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მაგრამ ისინი დარჩნენ, და გადაურჩნენ სრულიად დამსახურებულ სასჯელს ქვეყნის დანგრევისა და გაძარცვის გამო, იმ მძიმე დანაშაულების გამო, რომლებიც ჩაიდინეს ადამიანისა და საზოგადოდ, კაცობრიობის მიმართ, საომარი დანაშაულების გამო, ისინი გადაარჩინა დასავლეთმა, რომელმაც არნახული ზეწოლა მოახდინა მთავრობაზე. როგორც დასავლეთი, ისე სააკაშვილის გუნდი და მათი მიმდევრები, ეს ხარბი და უსინდისო ხალხი, რომელთათვისაც არავითარი წმინდა არ არსებობს, რომლებიც ძალაუფლებას სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებდნენ, ჩამდენი არიან ნებისმიერი დანაშაულისა და არავითარი თანაგრძნობა არ გააჩნიათ საქართველოსადმი. ესენი საკუთარი მიზნების მისაღწევად არაფრის წინ არ შეჩერდებიან. გააჩაღებენ ტერორს ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ. საქართველოში გამეფდება უკუნეთი, ის უკუნეთი, რომლისგანაც თითქოს ქვეყანა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდა, როდესაც მათ გამზადებული ჰქონდათ 2000-მდე საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწისგან შემდგარი სია, რომლებიც არჩევნების შემდგომ უნდა დაეპატიმრებინათ(!). დასავლეთი თვალს დახუჭავს, ხმასაც არ ამოიღებს მათი მსხვერპლის დასაცავად.

თქვენ უნდა გადაარჩინოთ თქვენი ქვეყანა. გაკვეთილად საკუთარი "ვარდების რევოლუცია" და ახლანდელი უკრაინული გადატრიალება გამოგადგებათ.

ნო პასარან! ფაშისტები

ვერ გაივლიან! არა სააკაშვილს!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა