ვინ არის გოგონა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს შუა თითი უჩვენა

ვინ არის გოგონა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს შუა თითი უჩვენა

სალი მახარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის'' აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში მისი სტატუსები ახალი მთავრობის მისამართით ყოველთვის რადიკალურობით გამოირჩევა. სალი ახალგაზრდული გაერთიანება "თავისუფალი ზონის'' წევრია და "ქართული ოცნების'' წინააღმდეგ გამართულ აქციებში ყოველთვის მონაწილეობს. 13 აპრილს კოალიციამ "ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტი - "მე ვირჩევ ევროპას" გამართა. სადაც არაერთი ცნობილმა მუსიკოსი და ბენდი მონაწილეობდა. აქცია-კონცერტს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრნენ. ერთ-ერთი გამომსვლელი კი ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გახლდათ, რომლის სიტყვით გამოსვლისას ტელეკამერებმა ხალხში მის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტი დააფიქსირეს.

კადრზე მხოლოდ ხელი ჩანდა, მის უკან კი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია იდგა. სალი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა სამაჯურით იცნეს, მოგვიანებით კი მახარაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნე:

"შუა თითი დავანახე მე მარგველაშვილს და ამას კიდე გავაკეთებ, თუ იქ მოვა სადაც მე და ჩემი ღირსეული ხალხი ვიდგებით..."

იხილეთ სრულად

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა