საქართველო VS რუსეთი - ასტროპროგნოზი

საქართველო VS რუსეთი - ასტროპროგნოზი

ალბათ ბევრმა არ იცის, ის რომ მხოლოდ ადამიანებს კი არა, საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი და პირადი რუკა ქვეყნებსაც ანალოგიურად გააჩნიათ. სხვაგვარად ამას "მუნდანური ასტროლოგია" ეწოდება. მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. იგი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით იმართება. თუმცა მის "ასტროლოგიურ პასპორტში" ძალზე ძლიერია კუროს და ლომის ნიშნების გავლენაც. რაც განაპირობებს კიდეც ჩვენს გურმანულ თვისებებს, პერიოდულად ტოტალური სიზარმაცისკენ მიდრეკილებას, გამოკვეთილ სიამაყეს და ზოგჯერ ამპარტავნებამდე დასურლ ეგოცენტრიზმს.

სამაგიეროდ ქართველები მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებს - უშრეტ ოპტიმიზმს, დამოუკიდებლობის სიყვარულს, ენერგიულობას და კარგ იუმორის გრძნობასაც ფლობენ. თუმცა ამასთან ერთად ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის ნიშანდობლივი ისეთი ცუდი თვისებებიც ბლომად მოგვეპოვება როგორიცაა - ტრაბახის სიყვარული, უატქტობამდე დასული ზედმეტი პირდაპირობა, სიფიცხე, დაუკვირვებელობა და უკიდურესობები ყველგანდ და ყველაფერში.

მშვილდოსანი ხომ იუპიტერით მართული ნიშანია, შესაბამისად მასშტაბურობით იხიბლება ყოველთვის ქართველი და ხშირად ავიწყდება ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მთლიანობა თავის მხრივ, უმცირესი დეტალების ერთობლიობისაგან შედგება. სწორედ ეს დაუკვირვებლობაა ხშირად ჩვენთვის არაერთი უსიამოვნების მიზეზი. ამას გარდა ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ საქართველოს რუკაზე ლომისა და კუროს ზოდიაქოს ინტენსივობასაც ვხვდებით, რის ხარჯზეც უაპელაციო სიჯიუტე და პატივმოყვარეობა არცთუ იშვიათადაა მრავალმხრივი პრობლემების მომტანი ჩვენთვის.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველო კარმულად საკმაოდ კარგი და ძლიერი პოტენციალით გამოირჩევა. თუმცა უმთავრესი მისია რაც ქართველს აკისრია, არის ის რომ იგი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს "დედის კალთას ამოფარებული ბავშვის სინდრომისგან" და ისწავლოს საკუთარ ფეხზე, დამოუკიდებლად და მყარად დგომა, საიმისოდ რომ მომავალში მან წინსვლა და განვითარება შესძლოს.

ჩვენი განვლილი ინკარნაციული პროგრამა კირჩხიბის ზოდიაქოში, გვავალდებულებს რომ პატივი ვცეთ ტრადიციებს, მაგრამ არ უნდა ვიქცეთ მის ბრმა მონებად. ჩვენივე ინდივიდუალიზმის გასავითარებლად აუცილებელია ფეხი ავუწყოთ აწმყოს და რაც მთავარია ვისწავლოთ დისციპლინა, წესრიგი და პასუხისმგებლობა (აღმავალი კარმული მისია თხის რქის ზოდიაქოში) თუ გვინდა რომ მომავალში შევდგეთ ერთიან, ძლიერ და მყარ სახელმწიფოდ. ამის პოტენციალი კი ნამდვილად გვაქვს!

მაგრამ, საიმისოდ რომ განვითარების უფრო მაღალ ნიშნულს მივაღწიოთ, ისევე როგორც ადამიანებს ქვეყნებსაც გააჩნიათ ცხოვრების გზაზე დამხვდური მტრები, მეგობრები, კეთილისმყოფელები და მასწავლებლები. მათ შორისაა ერთმორწმუნე მეზობელი - რუსეთი.

თუკი ცნობილი რუსი ასტროლოგის გლობას მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, თანამედროვე რუსეთის სახელმწიფო თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იმართება. ამასთან ერთად მის პირად რუკაზეც დიდი დოზით გახლავთ გამოვლენილი ლომის ზოდიაქოს თვისებები. რასაც ემატება მორიელის გავლენა. ამის ხარჯზე, რუსის თანამედროვე ბუნება მიდრეკილია სარისკო ქმედებების სიყვარულისკენ, დიქტატურისკენ და სისატიკისკენ. მათთვის დამახასიათებელია ცივი გონება, გადამეტებული მატერიალიზმი და სიხისტე. რუსეთი საქართველოსთვის ე.წ კარმული პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყნისთვის განვითარების გზა ისევე როგორც ჩვენთვის, ერთმანეთთაან თანაარსებობის ხაზზე გადის.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა