"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"

"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"

უკრაინის რევოლუციის დროს სნაიპერების მიერ მოკლული 13 აქტივისტი დიდხანს არ დაავიწყდება მსოფლიოს. მაშინ ადამიანებზე მონადირენი პუტინთან იყვნენ ასოცირებული, თუმცა მოგვიანებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას პაეტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის საუბრის ჩანაწერის ყოუტუბე-ზე გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მსროლელები, რომლებიც "ბერკუტს" და მშვიდობიან დემონსტრანტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, შესაძლოა რევოლუციონერთა რიგებიდანაც ყოფილიყვნენ. ქართული არმიის გენერალი, ბატალიონ "ავაზას" ყოფილი სარდალი ტრისტან წითელაშვილი რუსულ ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ მაიდნის აქციებში უშუალოდ სააკაშვილს დაქვემდებარებული 4 ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა. სკანდალურ ინფორმაციაზე ტრისტან წითელაშვილს ვესაუბრეთ:

- ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ამ საკითხებით დაინტერესებულია საქართველოს პროკურატურა. მაიდნის ოპერაციისთვის უკრაინასა და საქართველოში წინასწარ ემზადებოდნენ, ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერჯგუფებს. ჯერ კიდევ 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცდილობდა სააკაშვილის გუნდი იქ სიტუაციის არევას. მაშინ იგეგმებოდა ის, რაც ახლა მოხდა მაიდანზე, ამიტომაც 2000-მდე ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჩაიყვანეს და გაანაწილეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. მაშინ იქაურ ძალოვან სამსახურებს ეყოთ გონიერება და დროულად გაანეიტრალეს ეს ადამიანები.

- რა იცით მაიდანზე მოქმედი სნაიპერების თუ ზონდერების შესახებ, რომელზეც რუსულ ტელეკომპანიასთან ისაუბრეთ?

- ვიცი, რომ მაიდანზე 4 ქართველი სნაიპერი მუშაობდა. საქართველოდან ასევე ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა ზონდერჯგუფებიც, რომლებიც მომიტინგეებში იყვნენ შერეული. უკრაინაში სნაიპერები ჩავიდნენ ასევე ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, იყვნენ ადგილობრივებიც.

ქართველი სნაიპერები ვანო მერაბიშვილის უწყებაში მუშაობდნენ. ისინი მარტო მაიდნის ოპერაციაში კი არა, საქართველოში ყველა ბინძურ საქმეში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვიცით მათი ვინაობა,

მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვახმაურებთ. ვიცით ისიც, როდის ჩაფრინდნენ ბორისპოლის აეროპორტში, სად იკრიბებოდნენ დირექტივების მისაღებად.

ვიცი, რომ ქართველ ზონდერებსა და სნაიპერებს კიევში ჰქონდათ შტაბი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

"საქართველოს განმათავისუფლებელ შტაბს", როგორც ისინი უწოდებდნენ, ხშირად სტუმრობდნენ: მიხეილ სააკაშვილი, გია ბარამიძე, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. იმასაც განსაზღვრავდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სნაიპერებს. მათ ზონდერებს ევალებოდათ "ბერკუტთან" ჩხუბის პროვოცირება, რაც მასობრივ დაპირისპირებას გამოიწვევდა.

- რატომ ვერ აიყვანეს უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩასაფრებული მკვლელები, თუკი ისინი რევოლუციონერთა გუნდიდან იყვნენ?

- მოვალეობის აღსრულებისას სნაიპერების უსაფრთხოებას ე.წ. "კრიშები" იცავდნენ. სპეცსამსახურებმა კარგად იცოდნენ, რომ სნაიპერთა განლაგების ადგილებზე შესვლა სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა და ამასაც მოერიდნენ.

- დღეს სად არის ეს ხალხი?

- ოთხივე სნაიპერი ამჟამად საქართველოშია და თბილისური მაიდნისთვის ემზადება. მათი მიზანია პროვოკაციები და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რის შემდეგაც შემოვლენ რუსები, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს...

ესენი ყოფილი ძალოვანები არიან, რომლებიც ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას დროს მუშაობდნენ.

ხმამაღლა ვაცხადებ: ეს ადამიანები ემზადებიან არეულობის დროს ხალხის დასახოცად, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსებისა.

- ჭიკაიძის განცხადებაც ამაზე მეტყველებდა?!

- შს მინისტრმა "ნაციონალების" გეგმის მცირე ნაწილი გაახმოვანა, რითაც გაგვაფრთხილა, რომ შემდგომი მოქმედებები უცხო არ აღმოჩნდეს... ახლო მომავალში გავავრცელებთ 50 კაცის სიას, რომლებსაც ახალაიასა და შაშკინის მინისტრობის დროს საჩუქრად ლეგალურად აქვთ მიღებული სახელობითი იარაღი. მესმის ოფიცერი პრეზიდენტმა დააჯილდოოს იარაღით, მაგრამ არ მესმის,

როგორ მიიღო ერთი ბრძანების საფუძველზე 50-მა ოფიცერმა ერთდროულად შაშხანები და პისტოლეტები. სამწუხაროდ, მათი 70% ისევ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და "ნაციონალების" დაძახებაზე თვალის დახამხამებაში მოახდენენ რეაგირებას.

- მინისტრმა არაფერი იცის ამ ხალხზე?

- გარკვეული სახის მესიჯები გავუგზავნეთ, თუმცა რეაქცია არ მოჰყოლია. ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია. სამწუხაროდ,

თავდაცვის სამინისტროდან ყველა ინფორმაცია, რომელიც უწყებიდან არ უნდა გადიოდეს, ციხეში ხვდება ბაჩანა ახალაიასთან, ის კი იქიდან დირექტივებს აძლევს თავის ყურმოჭრილ ოფიცრებს.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თათუხაშვილის მკვლელობაზე?

- თათუხაშვილის მოკვლა ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. ის, როცა პროკურატურიდან გაიპარა, ახალაიას ხალხმა სცემა. მანამდე მას თავისი ნათესავი, აკო მინაშვილის ცოლი მიუგზავნეს და ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს. ვფიქრობ, უარის შემდეგ გადაწყვიტეს, გასწორებოდნენ.

გივი თარგამაძე, პარლამენტის წევრი:

- წითელაშვილი არის რუსი კაზაკების გენერალი, ანუ არანაირი გენერალი არ არის. ჯავშანჟილეტებს იპარავდა და ყიდდა. რუსებმა რაც მოსთხოვეს, ის თქვა...

- ეს განცხადება ხომ არ გააფუჭებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, ასევე, ამ საკითხით ხომ დაინტერესდება დასავლეთი?

- წითელაშვილის განცხადებას სერიოზულად უკრაინაში არავინ მიიღებს, იქ ჩვენ კარგად გვიცნობენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა