"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე

"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა და მის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყების შანსიც ჰქონდა, თუმცა ივანიშვილთან მუშაობა არჩია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები მწერალთა სახლში" სტუმრობისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანი არჩევანი გავაკეთე მაშინ, როცა საფრანგეთიდან საქართველოში დავბრუნდი. მაშინ მეც აღტაცებული ვიყავი, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო ნოემბერში. ძალიან კარგად მახსოვს, რევოლუციის დროს პარიზში ვიყავი. მეგობრებს აქ ვურეკავდით და ვულოცავდით. ყველას გვიხაროდა, რომ ცვლილება მოდის. მითუმეტეს, ჩვენ საფრანგეთში ვიყავით და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნის ნახვა გვინდოდა აქ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გვახარებდა. მე ძალიან განვიცდიდი იმ გაჭირვებას, რაც საქართველოში არსებობდა, იმ დაჭაობებულ და კორუმპირებულ სისტემას. ამიტომ, მე მიხაროდა, ის რაც ხდებოდა, სწორედ ამიტომ მე ხმა მივეცი მაშინ მიხეილ სააკაშვილს პარიზში. საელჩოში მივედი, მახსოვს, სტუდენტები დავირაზმეთ და ხმა მივეცით ცვლილებას. შემდეგ ვბრუნდები საქართველოში და ვეძებ სამსახურს. არჩევანი მქონდა, რომ დამეწყო მუშაობა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში. გასაუბრებებიც გავიარე, იმიტომ, რომ მაშინ აგროვებდნენ უცხოეთში განათლებამიღებულ სტუდენტებს და მეორე არჩევანიც გამომიჩნდა, რომ დამეწყო მუშაობა ბატონ ბიძინა ივანაშვილთან, მენეჯერის ასისტენტად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში იფიქრა და გააკეთა სწორი არჩევანი - დაიწყო მუშაობა ბიძინა ივანიშვილთან.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ბოლო რეკომენდაცია და რჩევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას შორის არჩევანს აკეთებდა, მისმა მეუღლემ მისცა და ისინი ერთმანეთს ყოველთვის "სწორ რჩევებს აძლევენ".

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა