თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში

თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ინციდენტით დასრულდა. სააკაშვილის გამოჩენას ბრუკლინში მდებარე რესტორან "ნაციონალში", სადაც ქართველი ემიგრანტების  დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა, უკმაყოფილება და ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა.

ექს-პრეზიდენტი ქართველი ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიალზე ბიძასთან და ბებიასთან ერთად მივიდა. ყოველწლიურ ცერემონიალზე "ქართველები ამერიკაში" ამერიკაში მოღვაწე ქართველებს აჯილდოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის რესტორანში მისვლის შემდეგ, მისი გამოჩენით უკმაყოფილო ერთ-ერთ ქალბატონს დარბაზი დაატოვებინეს. მიხეილ სააკაშვილი რესტორანში მხოლოდ ერთი საათით დარჩა. საღამოს მუსიკალურად თბილისიდან მიწვეული ჯგუფი "აგანი" აფორმებდა.

Ambebi.ge ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, შორენა თეთრაულს დაუკავშირდა:

– ეს ღონისძიება ყოველ წელს ტარდება, სადაც ხდება აქ, ამერიკაში მცხოვრები ქართველების დაჯილდოება სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის. მე პირველად ვიყავი ამ ღონისძიებაზე. ვიცოდით, რომ ღონისძიების პირველ ნაწილში დაჯილდოების ცერემონიალი იქნებოდა და მეორე ნაწილში კონცერტი, სადაც თბილისიდან  მოწვეული მუსიკოსები იმღერებდნენ. სააკაშვილი რომ მოვიდოდა, ეს არავის უთქვამს. არც კი ვიცი, ვინ მოიწვია მიხეილ სააკაშვილი რესტორანში.

– რა რეაქცია გქონდათ სააკაშვილის დანახვისას? ამბობენ, რომ ერთ-ერთ ქალბატონს დარბაზიც კი დაატოვებინეს ამის გამო...

– პირველად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მე, ასე ვთქვათ, მეორე სართულზე ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა. ატყდა ხმაური და ძახილი - ამას აქ რა უნდაო. ვერ ვიჯერებდი, რომ იქ მოვიდოდა სააკაშვილი. ჩემს გვერდზე ლანძღვა-გინების ისეთი კორიანტელი ატყდა, გაოგნებული ვარ.

იქ იყვნენ მისი ბიძა, თემურ ალასანია და მისი ბებია. მიშა სურათებს იღებდა მხარდამჭერებთან. სიტუაციის განსამუხტად ხალხმა ტაშის დაკვრა და ანსამბლის სახელის ძახილი დაიწყო. უსიამოვნება გამოიწვია სწორედ იმან, რომ ორგანიზატორმა გამოაცხადა, სიტყვით სააკაშვილი გამოვაო. ამის შემდეგ იყო ხალხის უარყოფითი რეაქცია, ვინაიდან მათ უნდოდათ კონცერტის მოსმენა და არა სააკაშვილის. ატყდა ტაშის კვრა და ანსამბლის სახელის ყვირილი მოწოდებით, რომ გაეგრძელებინათ დაკვრა. ემიგრანტებმა მას არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება. ღონისძიების დასრულებამდე იქ ვიყავი, არც მსმენია, რომ ვინმეს დარბაზი დაეტოვებინოს, მაგრამ დარბაზი ნახევარმა ხალხმა დატოვა პროტესტის ნიშნად.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: ვისთან ერთად აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა აღდგომა ნიუ-იორკში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა