რა ეტაპზეა მარგველაშვილი-ივანიშვილის პირადი ურთიერთობა

რა ეტაპზეა მარგველაშვილი-ივანიშვილის პირადი ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ თემას "ახალ სიცოცხლეს ვერ მისცემს". ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მისი და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა.

"ბოლო კომენტარების მერე არაფერი ახალი არ იყო, რაზეც მე შემიძლია, დღეს კომენტარი გავაკეთო. შესაბამისად, ახალ სიცოცხლეს მე ამ თემას ვერ მივცემ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვა - თუ როგორ დაახასიათებდა მის ურთიერთობას ივანიშვილთან, "მეგობრობის დღიურის შთაბეჭდილებას" უტოვებს.

"ბიძინა არის შთამბეჭდავი ბიოგრაფიის ადამიანი – ქველმოქმედი, ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში უაღრესად დიდი როლი შეასრულა და უარი თქვა ძალაუფლებაზე, რაზეც ბევრი უარს ვერ ამბობს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მე კომენტარი გავაკეთე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ და ის კომენტარი ძალაშია. ამ ურთიერთობას მე მედიაში არ გავარჩევ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა