თინა ხიდაშელი - ყოჩაღ ნოდარს

თინა ხიდაშელი - ყოჩაღ ნოდარს

ყოჩაღ ნოდარს, სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფოს საქმეებს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს მენიუ, რომლითაც უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს.

"მენიუს გამოქვეყნება იმდენად სერიოზული და ადეკვატურია, რამდენადაც სერიოზული და ადეკვატურია ჟურნალისტების რეაქციები, როდესაც ნოდარ ხადურს უცხოელი სტუმრები ჰყავს სტუმრად, წერონ, რას სჭამენ და რამდენ ბოთლ ლიმონათს სვამენ. როდესაც აღნიშნული ინფორმაცია ვნახე დღეს, ძალიან გავხალისდი. ყოჩაღ  ნოდარს. სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფო საქმეებს", - განუცხადა ჟურნალისტებს თინათინ ხიდაშელმა.

ფინანსთა სამინისტრომ 23 აპრილისთვის დაგეგმილი ოფიციალური მიღების მენიუ დღეს გამოაქვეყნა.

ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.

მენიუ 120 კაცზე (ერთის ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი; 2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი; 3. სალათი "ოლივიე" – 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. ბორჯომი - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" – 1ლ - 4.50 ლარი.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, გეგმავს ანსამბლ "რუსთავის" მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას.

"მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა