ცესკო-მ ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ბათილად ცნო

ცესკო-მ ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ბათილად ცნო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად სცნო გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ოქრუაშვილი, კანონის შესაბამისად, ბოლო ორი წელი საქართველოში არ ცხოვრობდა.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცესკო-ში მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერმა სერგო ჯავახაძემ და "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გაასაჩივრეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა