ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გახშირებულ საუბრებს სპეკულაციას უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"მინდა, მცირე კომენტარი გავაკეთო იმ გაუთავებელ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობს მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილელებთან, მინისტრების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე 6-პროცენტიანი "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს ჭორებს, თითქოს რომელიმე მინისტრი აპირებს გადადგომას. აბა, მიმართეთ, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას, რაღაც გადატრიალების მცდელობას და ა.შ? მე არ მგონია და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენ გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ზოგადად ძალიან მარტივი გასაგებია, სპეკულაციები რატომ მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია ის, რომ მოსახლეობაში შეიტანონ დაძაბულობა და გარკვეული არასტაბილურობის განცდა გააჩინონ.

"ვიცი, რომ ბოლო კვლევების მიხედვით საზოგადოებაში პოზიტიური, ოპტიმისტური განწყობა არსებობს და 70 პროცენტზე მეტი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს. ის კურსი, რომელიც ჩვენ ავიღეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამას გპირდებით მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი არც ცვლილება, არც გადაადგილება და არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ესაა მარტივი სპეკულაციები "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ე.წ. აგენტი ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც ჭორებს მარტივად ავრცელებენ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა