თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე (+5 ფოტო)

თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე (+5 ფოტო)

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეებთან - გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დღეს ყატარში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. იუსტიციის მინისტრი ყატარის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამავე დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ელექტრონული მმართველობის განვითარების ასპექტებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით საქართველოსა და ყატარის მიერ მიღწეული პროგრესი გაუზიარეს. აღნიშნულ საკითხში მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამარტივება ყატარის პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია, რაშიც პარტნიორ ქვეყანას საქართველო თავისი გამოცდილების გაზიარებასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას იუსტიციის მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე თეა წულუკიანი საინტერესო სამოსით არის წარმოდგენილი. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს შეხვედრიდან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა