Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი

Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი

Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი. Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეოზარები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ამასთან, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის ამ ორ ქვეყანაში დარეკვა უფასოა, ხოლო სხვა ქვეყნებში განსხვავებული ტარიფები მოქმედებს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, პირველივეა აფხაზეთი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი - 14 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი - სამხრეთ ოსეთი ამ ჩამონათვალში არ არის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა