გიგი უგულავა - რაც კარგი იყო ქვეყანაში გაჩერდა, რაც ცუდი - გაიფურჩქნა

გიგი უგულავა - რაც კარგი იყო ქვეყანაში გაჩერდა, რაც ცუდი - გაიფურჩქნა

ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მიერ წამოწყებულ პროცესს, რომელიც სამართლიანობის აღდგენის იმიტაციას ქმნის, ქვეყნისთვის იმიჯის შელახვის გარდა არაფერი მოუტანია, - ამის შესახებ გიგი უგულავამ მის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, აღნიშნულმა პროცესმა საერთაშორისო რეპუტაციის შელახვის გარდა საქართველოში დაამკვიდრა სელექციური მართლმსაჯულება, პოლიტიკური პროკურატურა და შს სამინისტრო აქცია ოპოზიციური პარტიებისა და მისი წარმომადგენლების სადამსჯელო აპარატად.

"ეს რეალობაა. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ფაქტია, რომ რაც კარგი იყო ქვეყანაში გაჩერდა, ხოლო რაც ცუდი იყო განვითარდა და გაიფურჩქნა. სამწუხაროდ, ამას ბოლო არ უჩანს მანამ, სანამ ღარიბაშვილი იქნება ხელისუფლებაში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა