ირაკლი ღარიბაშვილი - თქვენ იფიქრეთ გოგა ხაჩიძეზე, მე ვიფიქრებ წარმოებასა და ბიზნესზე

ირაკლი ღარიბაშვილი - თქვენ იფიქრეთ გოგა ხაჩიძეზე, მე ვიფიქრებ წარმოებასა და ბიზნესზე

თქვენ იფიქრეთ გოგა ხაჩიძეზე, მე ვიფიქრებ წარმოებასა და ბიზნესზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გოგა ხაჩიძის ე.წ. ექსპერიმენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"არასერიოზულია, ხაჩიძის რაღაც სპექტაკლს ამდენ ყურადღებას რომ უთმობთ. ეს ძალიან ცუდია, თქვენთვის, პირველ რიგში. მთელი დღე ატრიალებთ ნეგატიურ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დეპუტატი გოგა ხაჩიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტარების სატელეფონო საუბრებს უსმენენ. როგორც ხაჩიძე ამბობს, ამას ექსპერიმენტი ადასტურებს, როდესაც დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან "დაგეგმილი აქციის" შესახებ ესაუბრა. ამის შემდეგ, ხაჩიძის თქმით, ღარიბაშვილის სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა