"მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები" - რა პასუხი მიიღო "რუსთავი 2"-მა ირაკლი ღარიბაშვილისგან

"მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები" - რა პასუხი მიიღო "რუსთავი 2"-მა ირაკლი ღარიბაშვილისგან

"რუსთავი 2"-ს იმპროვიზაციის უნარი აქვს და ინიციატივას იჩენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"თქვენ გჯერათ? მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე მიმართა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რომ "ეს ტელევიზია განსაკუთრებით აქტიურობს". "ახალი იდეები გაქვთ, იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, ინიციატივებს იჩენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული კომენტარი სასტუმრო "რედისონში", თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან შეხვედრამდე გააკეთა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.

ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა