ნიკა გვარამიას პასუხი პროკურატურას ფარული კამერების დამონტაჟების ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ

ნიკა გვარამიას პასუხი პროკურატურას ფარული კამერების დამონტაჟების ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ

სახელმწიფოს არ ამოუღია მტკიცებულებები კამერიდან, კოვზიაშვილმა საიდან მოიტანა კამერის ინფორმაცია, ეს არის ყველაზე საინტერესო , - ამის შესახებ პროკურატურის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში კარგად ჩანს, რომ ხაზი მიდის კოვზიაშვილ-ბუნტურიძემდე, რომლებიც ტელეკომპანიაში დაცვის უფროსები იყვნენ. გვარამიას განცხადებით, ბუნტურიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და ნათელია, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

"პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, როცა ეს განცხადება გაკეთდა, შესაბამისად, არ ვიცი, დეტალებში რა განაცხადა პროკურატურამ. ახლა მივდივარ სამსახურში. აღსანიშნავია, რომ დაკითხვაზე საერთოდ არ უხსენებიათ კოვზიაშვილი. რაზეც თვითონ ისაუბრეს, ეს საერთოდ არ უთქვამთ. აღიარებაა კოვზიაშვილის, რომელიც ჩვენიანი გვეგონა. გასაგებია რა ხაზი იკვეთება – ეს არის კოვზიაშვილი და მისი წინამორბედი ბუნტურიძე, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ასევე ჩვენთან მუშაობდა. სად-ში რომ ადამიანი მუშაობს და მასთან გადის ხაზი, ადვილი გამოსაცნობია საიდან იქნება დაკვეთა", - აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება პროკურატურის ინფორმაციას, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები და მათ უკავშირდება ფარული ჩანაწერების გაკეთება, გვარაიამ განაცხადა, რომ ის 2012 წლის 21 დეკემბერს ციხეში იმყოფებოდა. "მივალ კომპანიაში, გავერკვევი ყველაფერში და დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებ", - განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა