ძალიან სასაცილო თუ ძალიან სატირალი? - 20 ყველაზე მწვავე შარჟი და სადილი, რომელიც ფანჯიკიძეს არ აპატიეს (+20 ფოტო)

ძალიან სასაცილო თუ ძალიან სატირალი? - 20 ყველაზე მწვავე შარჟი და სადილი, რომელიც ფანჯიკიძეს არ აპატიეს (+20 ფოტო)

ეს ინტერნეტია და აქ გამოხმაურებები არასდროს აყოვნებს. დიახ, ეს ინტერნეტია და აქ ფაქტზე რეაგირების ბევრი მეთოდი არსებობს, - სტატუსი Facebook-ზე, გამოხმაურება კომენტარის სახით სხვადასხვა პორტალზე, თემის განხილვა ფორუმზე ან დამოკიდებულების ფოტოშარჟებით დაფიქსირება, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრად კრეატიული და მრავლისმთქმელი მიგნებაა...

სატირალია თუ სასაცილო, ეს თავად განსაჯეთ, ჩვენ კი ამ დროისათვის ინტერნეტში პოპულარულ იმ 20 ფოტოშარჟს შემოგთავაზებთ, რომელიც ფანჯიკიძე-ოლანდის 10 წუთიან აუდიენციას მიეძღვნა.

საქმე ის არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტი მისი ჩამოსვლისთანავე სკანდალურად დაიწყო. ხმაური გამოიწვია იმ შეხვედრის კადრებმა, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლიდან რამდენიმე წუთში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიაიპი ნაწილში გაიმართა, სადაც ოლანდს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მასპინძლობდა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა აეროპორტის ვიაიპი ნაწილში შედგა, გარემო, რომელშიც ფანჯიკიძემ ოლანდს უმასპინძლა, ზედმეტად მოკრძალებულად მიიჩნიეს ინტერნეტ-აუდიტორიაში.

ნახეთ ვიდეო: ფანჯიკიძე-ოლანდის "ღარიბულ სუფრას" სოციალურ ქსელში დასცინეს

იხილეთ 20 ყველაზე მწვავე შარჟი ჩვენს გალერეაში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა