ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას

ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას

მარიხუანას მოწევისთვის რომ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რა პოზიცია აქვს ვიცე-პრემიერს საზოგადოების ერთი ჯგუფის მოთხოვნაზე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თაობაზე.

"მე მაქვს პოზიცია - ჯანსაღი ცხოვრება ყველა ახალგაზრდისთვის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თვითონ კანონმდებლობას რაც შეეხება, მარიხუანას მოწევისთვის რომ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ეს მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღესვე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც. მინისტრის თქმით, მარიხუანას მოხამრების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული.

მისივე თქმით, შეიცვლება მიდგომა სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაშიც და სააფთიაქო ნარკომანიისადმი არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომა აღარ იქნება. როგორც საერგეენკო აღნიშნავს, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.

"ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად მარიხუანსთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამიკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანიასთან კი - აბსოლიტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. ჩვენ ვცდილობთ სამივე მოვაგვაროთ, მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მთავრობა ნარკოსტრატეგიის დრაფტს უახლესი ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენს.

სასჯელის შემსუბუქების მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც.

"სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს მარიხუანას მოხმარებაზე. სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არანიარი ნარკოტოკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს, თუმცა ეს არ ეხებათ ე.წ. ბარიგებს. ეს ცალკე თემა და საკითხია ", - განაცხადა ხიდაშელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა