"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება

"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება

გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას დავალებით დამიკავშირდა, რომ მათ საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში დავხმარებოდი, - ამის შესახებ ღონიაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" ეთერში გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

ბიზნესმენმა ყველა ის დეტალი გაიხსენა, რაც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება და განაცხადა, რომ გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მას ორი თვის წინ დაუკავშირდა.

"გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას დავალებით მოვიდა ჩემთან წინადადებით, რომ თუ მექნებოდა საშუალება, მათ საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში დავხმარებოდი. მათ სჭირდებოდათ უცხოეთიდან არჩევნებისთვის თანხების გადმოქაჩვა საქართველოში. სჭირდებოდათ კომპანია ან ადამიანი, რომელიც დახმარებას გაუწევდა. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ჩემთვის მოემართათ ამ თხოვნით. რაზეც მე მათ დავთანხმდი. იმიტომ დავთანხმდი, რომ საზოგადოებისთვის შემძლებოდა დამენახებინა ამათი დანაშაულებრივი ქმედებები, ამათი რეალური სახე, რას სჩადიან ესენი სინამდვილეში", - აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, ღონიაშვილმა, თანხმობის მიღების შემდეგ მას თანხების გადმორიცხვის ტექნიკური დეტალებიც აუხსნა. "მან ამიხსანა შემდეგი თანმიმდევრობით, რომ გიგი უგულავა უკავშირდებოდა დავით კეზერაშვილს უცხოეთში, ისინი ერთ-ერთი ევროპული კომპანიის მეშვეობით ევროპული ბანკიდან გადმორიცხავდნენ ჩემს ევროპული კომპანიის ანგარიშზე თანხას ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე. ამის შემდეგ მე უნდა უზრუნველმეყო მათთვის ამ თანხის საქართველოში მოხვედრა, გაქეშება და ქეშად გადაცემა მათთვის, კონკრეტულად ღონიაშვილისთვის, რომელიც შემდეგ თავის მხრივ გადასცემდა პარტიაში, პირადად გიგი უგულავას. ღონიაშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ ეს იყო საარჩევნოდ დასაფინანსებელი თანხები. ასევე განმარტა, რომ ამ თანხას რიცხავს კეზერაშვილი ჩემს ანგარიშზე. ეს თანხა ჩაირიცხა არაერთხელ, ოთხი ტრანზაქცია მოხდა საერთო ჯამში, 760 000 დოლარის. ფიქტიური ხელშეკრულება დაიდო კომპანია "ექსიმუსს" და "ბრუქტრეიდს" შორის. ეს დოკუმენტაცია უკვე გამოძიების ხელშია. კონტრაქტი მლნ ნახევარზე იყო დადებული, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე შეწყდა ღონიაშვილის დაკავებით",-აცხადებს კაპანაძე.

ბიზნესმენის თქმით, ფულადი ტრანზაქციების განხორციელების პერიოდში მას მადლობა გიგი უგულავამ პირადად გადაუხადა.

"გიგი უგულავასთან ამ ტრანზაქციების ფარგლებში ერთხელ მქონდა შეხვედრა. ეს ტრანზაქცია არ არის - ეს არის უკანონო გზით უცხოეთში გატანილი თანხების უკანონო გზებით უკან დაბრუნება, გაქეშება, გაცოცხლება და ასეთივე გზებით საარჩევნოდ გამოყენება. ამ ყველაფერში გიგი უგულავამ გადამიხადა მადლობა 30 მაისს კალათბურთის მატჩის ყურების დროს.

გამოძიება ფლობს საკმარის მასალებს, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეთაურები არიან ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, მისი უახლოესი თანამებრძოლი გიგი უგულავა, მათი პარტიის მოლარე დავით კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, იქნენ მხილებული ამ დანაშაულებრივ ქმედებებში",- აცხადებს კაპანაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 ივნისს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა