20.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 485 372 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,31%-ია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 20.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 46,6%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში - 61,2%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისთვის დაფიქსირებულია თბილისში და 37,3% შეადგენს.
რეგიონების მიხედვით მონაცემები აქტივობის შესახებ 20:00 საათისთვის ასე გამოიყურება: აჭარა 44.5 %, გურია 57.4%, თბილისი 37,3 %, იმერეთი 44,9 %, კახეთი 46,8 %, მცხეთა-მთიანეთი 48,4%, რაჭა-ლეჩხუმი 61,2 %, სამეგერელო -ზემო სვანეთი 48,9%, სამცხე ჯავახეთი 51,4%, ქვემო ქართლი 37,9% და შიდა ქართლი 41.5%.
თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობის მონაცემები კი ასეთია: მთაწმინდა 43,61%, ვაკე 42.28%, საბურთალო 40,07%, კრწანისი 36,88%, ისანი 32,45%, სამგორი 34.03%, ჩუღურეთი 37.62%, დიდუბე 41.85%, ნაძალადევი 37.32% და გლდანი 34.05%.
"ინტერპრესნიუსი"