ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამგებლის არჩევნებში რეგიონების 74 ოლქიდან ყველაში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ამ დროისთვის 15-ში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ამასთან, მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატს 7 ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი დაუპირისპირდება, 4 ოლქში - "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი, 1 ოლქში – ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "ქართული პარტიის" კანდიდატი, ასევე 1 ოლქში "საქართველოს გზის", ხოლო 2 ოლქში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი.

უფრო კონკრეტულად, ჯერჯერობით მეორე ტურის ალბათობა არსებობს ყვარელში, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა ილია მზექალაშვილმა ხმების 47,19 % მიიღო. მეორე ტურის შემთხვევაში მას, "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდება, რომელსაც 22,93 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ყვარლის შემთხვევაში 30 უბნიდან უკვე 23-ის მონაცემებია დათვლილი. დანარჩენ რაიონებთან მიმართებაში არსებული მონაცემები ასე გამოიყურება: თელავში კოალიციის გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე შათირიშვილი – 49,8 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი – 26,86 % (38 უბნიდან 37-ის მონაცემებია დათვლილი ). ახმეტაში "ქართული ოცნება" - ბექა ბაიდაური – 42,02 %, მეორე ტურში დაუპირისპირდება "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან" ზურაბ ფილაშვილი 27,95 % (29 უბნიდან 23 უბნის შედეგების მიხედვით). თიანეთში "ქართული ოცნება" - ლელა ქიტესაშვილი – 47,37 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება ასევე "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი ილია არჩემაშვილი 29,93 % - (20 უბნიდან ყველა დათვლილია), გორში კოალიციის კანდიდატი დავით ონიაშვილი – 45,8 %, მეორე ტურის შემთხვევაში ბრძოლა ირაკლი ოქრუაშვილის "ქართული პარტიის" კანდიდატ ბონდო ვათიაშვილთან მოუწევს 26,85 % (73 უბნიდან 66-ის მონაცემებია დათვლილი), ასპინძაში – "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ცაბაძე – 49,56 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ ბექაურს – 36,03 % (23 უბნიდან 15 უბნის მონაცემებია დათვლილი), თერჯოლაში – კოალიციის კანდიდატი თეიმურაზ ჯაფარიძე – 46,81% - მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობიდან" ტარიელ ფანჩულიძე 36,96 %-ით (33 უბნიდან 31 უბნის მონაცემებით); ბაღდათში "ქართული ოცნება" - ირაკლი გეგეშიძე – 43,21 %, მეორე ტურის შემთხვევაში დაუპირისპირდება "საქართველოს გზიდან" მევლუდ კიკნაველიძე, რომელმაც ხმების 39, 28 % მიიღო (31 უბნიდან 18 უბნის მონაცემები), ხონში კოალიციიდან ჯემალ მებუკე – 46,87 % - მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობა" - ზურაბ ჯიბუხაია – 42,11 %-ით (29 უბნიდან 27 დათვლილია), ტყიბულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ ხმების 43, 51 % მიიღო, მეორე ტურის შემთხვევაში მას ბრძოლა "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატ თენგიზ ჭიქაბერიძესთან მოუწევს (33,82 % -37 უბნიდან 32 უბნის მონაცემებია დათვლილი), ლანჩხუთში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა ზაზა ურუშაძემ მიიღო ამომრჩეველთა – 44,38 % -იანი მხარდაჭერა, მეორე ადგილზე კი "პატრიოტთა ალიანსის"კანდიდატი ბარნაბ ჭყონია გავიდა (38 უბნიდან – 34 უბნის მონაცემებით), სენაკშიც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა – 42,32 % ასევე კოალიციის კანდიდატმა გოჩა დგებუაძემ მიიღო, რომელსაც მეორე ტურის შემთხვევაში კონკურენციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ სანაია გაუწევს 25, 21 %-ით (44 უბნიდან 16 უბნის მიხედვით), მარტვილში კოალიციის კანდიდატი ალექსანდრე გრილავა – 44,58 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან" დავით ინჯია – 24,87 % (39 უბნიდან 35 უბნის მიხედვით). ქობულეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა სულხან ევგენიძე 46,24 % მიიღო, მეორე ტურში მას ბრძოლა "ნაციონალების" კანდიდატ რევან ხარაზთან მოუწევს, რომელსაც ამომრჩეველთა 23,16 %-მა დაუჭირა მხარი (65 უბნიდან 64-ის მონაცემებით) და ხულოში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატს ბესიკ ბაუჩაძეს აქვს 49,85 %, მეორე ტურის შემთხვევაში მას დაუპირისპირდება "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე. მან ხმების 31,54 % მიიღო (54 უბნიდან 52 უბნის მიხედვით).

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა