ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თბილისში დაბრუნდნენ - დეპუტატების პირველი კომენტარი

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თბილისში დაბრუნდნენ - დეპუტატების პირველი კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ "აზერბაიჯანელ მებაჟეებთან საუბრის გამო" ბაქოდან ერთი რეისის გამოტოვება მოუხდა , - ამის შესახებ ჯაფარიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"საზღვარზე შეფერხება მართლა მქონდა, იმის გამო, რომ დროში დავაგვიანე. მებაჟეებთან მქონდა რაღაც საუბარი და მომიწია იმ რეისის გამოტოვება, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი. ეს იყო და ეს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელ მებაჟეებს დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - აღნიშნა შარაშენიძემ.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა