"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს 7 კითხვით მიმართა. შეკითხვები სესიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ბაქოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჯაფარიძისა და ნადირაშვილის მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს" (იხილეთ შეკითხვები).

დღის ბოლოს სესიაშვილის შეკითხვებს ირმა ნადირაშვილმა "ფეისბუქშივე" უპასუხა. ნადირაშვილი ჩანაწერის დასასრულს, პასუხების სანაცვლოდ ირაკლი სესიაშვილს 1 შეკითხვას უტოვებს და წერს:

Facebook/ ირმა ნადირაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა":

"7 პასუხი ბატონ ირაკლი სესიაშვილს:

1. იმიტომ წავედით ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს. მათ შორის, თქვენთვის ჩირქის ჩამოსარეცხად და იმის ასახსნელად ჩვენი კოლეგებისთვის, რომ თქვენ ხელისუფლებას უბრალოდ მარნეულის ოლქის მოგება გინდათ და რა ეთნიკური ნიშნით დევნით ახმედ იმამყულიევს. მათ შორის იმის ასახსნელად, რომ ეს არა მთელი პოლიტიკური ელიტის სირცხვილია, არამედ კონკრეტული პირების – ღარიბაშვილის, უსუფაშვილი, ზედელაშვილი და სხვათა...

2. რა დელეგაციით წავალთ სადმე, თქვენ არ შეგითანხმებთ ბ–ნო ირაკლი. ჩვენ არასდროს ვაწყობთ ისეთ ცირკს, რომელიც თქვენ გამართეთ და დახოცეთ ერთმანეთი, ვინ წავიდოდა ბრიუსელში.

3. თქვენი უსუსური მცდელობის მიუხედავად, თქვენი კოლეგებისთვის საზღვარზე პრობლემები შეგექმნათ, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მართლა კორექტულობა და ტაქტი გამოიჩინეს და თქვენი მთავრობის დადგმული სპექტაკლის ნიუანსებში მალე გაერკვნენ.

4. მას შემდეგ, რაც თქვენ პრობლემები შეგვიქმენით, რა თქმა უნდა მოვახერხეთ თბილისთან დაკავშირება და ყველა ყოფითი პრობლემის მოგვარება – ბილეთიც, ყავაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბუტერბროდებიც გეახელით. გარეთ 21–ე საუკუნეა ბატონო ირაკლი.

5. გაეცანით ფრენებს შორის ინტერვალს. გამოთვალეთ 2 X 40 წუთი და თუ ვერ ახერხებთ, ღარიბაშვილის მათემატიკის მასწავლებელს მოუხმეთ.

6. საქართველოს ელჩი თქვენ გამოიძახეთ თქვენდა სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გასაჩენად და არა დასახმარებლად. თუმცა თქვენი დასახმარებელი არაფერი გვჭირდა.

7. ამ შეკითხვების წარმოთქმისას ბატონო ირაკლი, წარმომიდგენია როგორ გინდათ ტყავის „ტუჟურკა“ გეცვათ, გვერდზე მაუზერი გეკეთოთ და სახეში შუქს გვანათებდეთ. ახალგაზრდა „ენკავედეშნიკო", ბაქოში კაფეს AU 79 ერქვა.

1 შეკითხვა ბატონ ირაკლი სესიაშვილს:

თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთელი საქართველო გადაალურჯეთ.

არ გინდათ ერთხელ მაინც გაწითლდეთ, როდესაც ასეთ სისულელეებს წერთ?", - წერს ირმა ნადირაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა