რა აკავშირებს შალვა რამიშვილის ფარულ გადაღებასთან გიგი უგულავას? - მთავარი მოწმის ხმაურიანი ბრალდება ქალაქის ყოფილ მერს

რა აკავშირებს შალვა რამიშვილის ფარულ გადაღებასთან გიგი უგულავას? - მთავარი მოწმის ხმაურიანი ბრალდება ქალაქის ყოფილ მერს

2005 წელს ჟურნალისტ შალვა რამიშვილის ფარულ გადაღებას გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა, - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა კობა ბექაურმა გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

მისი თქმით, უგულავა, რომელიც უკვე ქალაქის მერი იყო, კუდ-ის შენობაშიც იმყოფებოდა, სადაც უშუალოდ მას გადასცა ჩანაწერი. ბექაურის განცხადებით, ფული, რომელიც კადრში ჩანს, ამირან მესხელის მიტანილი იყო.

"გიგი უგულავა იყო იქ. ყველაფერს უგულავა აკონტროლებდა. ის არის ყველა ამ სიბინძურის თავი და თავი. მან წაიღო ჩანაწერი და მან დაამონტაჟა", - აღნიშნა კობა ბექაურმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა